მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს შეხვდა

ისრაელის ელჩი კობახიძე

ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას. განიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და ტურიზმის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას", - წერია მთავრობის პრესრელიზში.

ცნობისთვის, ისრაელს რამდენიმე თვეა ახალი ელჩი ჰყავს საქართველოში. ვალიდ აბუ ჰაიამ ჰადას მეიცადი ჩაანაცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები