მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე შარლ მიშელს შეხვდა

სს
07.11.24 21:26
2125

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.

ირაკლი კობახიძის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.

"პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ღია და გულწრფელი დისკუსიისთვის", - ავრცელებს კობახიძის პრესსამსახური.

გავრცელებულ მასალაში საუბარი არ არის რა თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები