მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე ტაილანდურ საერთაშორისო ჯგუფ BTS-ის ხელმძღვანელობას შეხვდა

BTS

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ბიზნესჯგუფის, ტაილანდის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, BTS-ის დელეგაციას შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკურ პოტენციალს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები საბანკო სექტორში, უძრავი ქონებისა და აქტივების მართვის მიმართულებით.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც სტრატეგიული ლოგისტიკური და ფინანსური ჰაბის ფუნქციას. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და შუა დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის როლს, რაც უცხოელი ინვესტორებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ სტაბილურ ბიზნესგარემოზე, ლიბერალურ საგადასახადო პოლიტიკასა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობებზე", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

ცნობისთვის, BTS მეორე ტაილანდური კომპანიაა, რომელიც ბოლო დროს საქართველოში საქმიანობით დაინტერესდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში მსხვილ საინვესტიციო პროექტში მონაწილეობას განიხილავს ტაილანდის უმსხვილესი კერძო ბიზნესჯგუფი Charoen Pokphand Group (CP Group). მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯგუფის თავმჯდომარე კრის სუოპაკიჯ ჩეარავანონტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს თვის დასაწყისში შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტისა და ენერგეტიკის, მათ შორის განახლებადი ენერგიის პროექტებში თანამშრომლობის შესაძლებლობები.

რას საქმიანობს ტაილანდური ბიზნესჯგუფი C.P. Group-ი, რომელიც საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები