მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე თამარ ტალიაშვილის სახდეპში დაბარებას უარყოფს

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე უარყოფს, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს.

როგორც მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ტალიაშვილს ჰქონდა შეხვედრა მათ შორის სახდეპის წარმომადგენელთან, თუმცა კომუნიკაციის შინაარსი დახურული ინფორმაციაა.

"ეს არის ტყუილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არ დაუბარებიათ. ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ მქონდა საუბარი ქალბატონ თამარ ტალიაშვილთან, მას არაერთის შეხვედრა ჰქონდა ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის ერთ-ერთი შეხვედრა იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან. ის დაუბარებიათ არც ერთხელ. დაბარება არის სპეციალური დიპლომატიური პროცედურა. ის არ დაუბარებიათ. რაც შეეხება თვითონ კომუნიკაციას, ეს არის დახურული ინფორმაცია და ამაზე საუბარი ჩვენ არ შეგვიძლია. დახურული საუბარი დახურულ საუბრად უნდა დარჩეს",- ამბობს კობახიძე.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები