მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება

კობახიძე ერდოღანი

დღეს, ირაკლი კობახიძე, რომელიც თურქეთის დიპლომატიის ფორუმს ესწრება, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, შედგა ასევე შეხვედრა ეუთოს გენმდივანთან, სადაც საუბარი შეეხო ეუთოსთან საქართველოს თანამშრომლობას.

„ეუთოს გენმდივანთან შეხვედრა უკვე გაიმართა. საუბარი გვქონდა ეუთოსთან ჩვენს თანამშრომლობაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და გვქონდა საინტერესო დისკუსია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დღეს ასევე გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, სადაც გლობალურ პოლიტიკაზე, მათ შორის, რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტზე ისაუბრა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია ანტალიის დიპლომატიის ფორუმი, რომელიც იმართება ჩვენს მეზობელ, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, თურქეთში. მეორედ ვიღებთ მონაწილეობას ამ ფორუმში, წელსაც მქონდა საშუალება, პანელურ დისკუსიაში მიმეღო მონაწილეობა, სადაც ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გავუსვით ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში. ასევე, ეს ფორუმი გვაძლევს საშუალებას, რომ გავესაუბროთ სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს და, ბუნებრივია, ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად ვიყენებთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები