თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში ერაყის პრემიერ-მინისტრ ალი ალ-ზაიდისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოფიციალური ანკარა მეზობელ ქვეყანასთან ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. მხარეებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკვე დაადასტურეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა უახლოეს მომავალში ოფიციალურ ფორმას მიიღებს.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ ალფარსლან ბაირაქთარის განცხადებით, თურქულმა სახელმწიფო კომპანია TPAO-მ ერაყში მოქმედი ბრიტანული BP-ის შვილობილი კომპანიის 15%-იანი წილი უკვე შეიძინა. ეს ნაბიჯი კი თურქულ მხარეს საშუალებას მისცემს, კირკუკის იმ ნავთობსაბადოზე მოიპოვოს წვდომა, სადაც დაახლოებით 3 მილიარდი ბარელის მოპოვების რესურსი კვლავ არის დარჩენილი.
შეთანხმების ფარგლებში, სამუშაოებს თურქული მხარე BP-სთან ერთად განახორციელებს.




























