მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

კობახიძე
24.08.26 11:11
212

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მშვიდობას, სიმტკიცეს და კეთილდღეობას უსურვებს. მის მილოცვას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა! ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას. გაუმარჯოს უკრაინას“, - აღნიშნავს პრემიერი.

დღეს, 24 აგვისტოს უკრაინაში დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავენ. უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები