მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება.

მთავარი საიუბილეო ღონისძიება, რომლის სტუმრებსაც სიტყვით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიმართავს, 23 ოქტომბერს, უნგრეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაცია წერს, რომ უნგრელი კოლეგისგან ოფიციალური მოსაწვევი წერილი ირაკლი კობახიძემ უკვე მიიღო.

„თავისუფლება, რომელიც ცენტრალურმა ევროპამ საბოლოოდ დაიბრუნა 1989 წელს, არ დაწყებულა 1989 წელს. მისი ისტორიის ნაწილი 33 წლით ადრე, ბუდაპეშტის ქუჩებში დაიწერა. მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება ღონისძიებაზე, სადაც პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა სიმამაცე დღესაც შთაგვაგონებს ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს და რომელთა მემკვიდრეობაც კვლავ პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს“, - აღნიშნულია პიტერ მადიარის ოფიციალურ წერილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები