მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას დაესწრება

კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიზიტით მიემგზავრება. მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრძანებას, რომლის თანახმად, ვიზიტი 24-25 აპრილს შედგება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი და ა.შ.

პრემიერ-მინისტრი უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას დაესწრება.

25 და 26 აპრილს, უნგრეთი მესამედ უმასპინძლებს CPAC Hungary-ს, ყველაზე დიდ კონსერვატორთა შეკრებას უნგრეთში. კონფერენციაზე მსოფლიოს კონსერვატიული ლიდერები, მოაზროვნეები და გავლენიანები შეიკრიბებიან, მათ შორის ამერიკელ სენატორი მარკვეინ მალინი და კონგრესმენები: ენდი ჰარისი და კეიტ სელფი.

კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები