მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი აეროპორტში გააცილა

ფაშინიანი

"ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი აეროპორტში გააცილა.

ადმინისტრაცია წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისს საქართველო-სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრებად ეწვია, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა და სომხეთი ორივე შეხვედრაში დამაჯერებლად დაამარცხა. "ჯვაროსნებმა" უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში სომხეთთან ორ მატჩიან დუელში, ორივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. "დინამოზე" გამართული თამაში 6-1 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები