მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძემ "ოცნების ქალაქში" მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარი გაავრცელა

კობახიძე

ირაკლი კობახიძემ "ოცნების ქალაქში" მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარი გაავრცელა. როგორც მისი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კობახიძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპული ბავშვების ოჯახებს და ახლობლებს.

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს, ყველას, ვინც ამ უსაზღვრო ტკივილს განიცდის”, - წერია კობახიძის სამძიმრის წერილში.

15 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული არიან 4 და 5 წლის ბავშვები. პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები