მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძემ თბილისის უბნებში პარტიის "დელეგატები" წარადგინა

ირაკლი კობახიძე
23.08.24 11:22
506

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის "დელეგატები" წარადგინა, რომლებიც "ქართული ოცნების" რაიონულ საარჩევნო კამპანიებს გაუძღვებიან. კობახიძის განცხადებით, პარტია ამ დელეგატებს პარლამენტის გამსვლელ სიაში შეიყვანს.

"დიდუბე-ჩუღურეთში დელეგატი იქნება ბატონი გიორგი ვოლსკი, რომელიც დღემდეც გახლდათ მაჟორიტარი დეპუტატი დიდუბე-ჩუჟურეთის, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება.

მთაწმინდა-კრწანისის ოლქში ჩვენი დელეგატი იქნება ასევე მოქმედი პარლამენტარი დავით კაჭარავა.

რაც შეეხება ვაკეს, ვაკეში „ქართული ოცნების“ დელეგატი იქნება ზუკა რურუა, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ნაკრების მწვრთნელი.

საბურთალოს ოლქში აკაკი ალადაშვილი, რომელიც გახლავთ თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

ნაძალადევის ოლქში ჩვენი დელეგატი იქნება ირაკლი ხელაძე, რაიონის ყოფილი გამგებელი, თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.

გლდანის ოლქში ჩვენი დელეგატი იქნება ლადო ბოჟაძე, თბილისის საკრებულოს წევრი.

ისანში ჩვენი დელეგატი გახლავთ ნიკა ელისაშვილი, ისნის რაიონის მოქმედი გამგებელი.

სამგორის ოლქში ჩვენი კანდიდატი იქნება ვარლამ ლიპარტელიანი, სახელოვანი სპორტსმენი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი.

ასეთია წარმოდგენილი შემადგენლობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ე.წ. გამსვლელ ადგილებზე, და თქვენ იცით, რომ ამის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ჩვენ პარტიას. ვერცერთი სხვა პარტია ვერ გაიყვანს ამ არჩევნებში ოცდაათ დეპუტატს.

შესაბამისად, სწორედ ჩვენი ძალისხმევით, საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება ყველა ქალაქს და რეგიონს,"- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები