მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძეს გავუმეორე ჩვენი შეშფოთება საქართველოს ტრაექტორიაზე - დერეკ შოლე

დერეკ შოლე

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. ამის შესახებ შოლე საკუთარ X-ის გვერდზე წერს.

დერეკ შოლე აღნიშნავს, რომ მან ირაკლი კობახიძეს გაუმეორა ის შეშფოთება, რაც აშშ-ში საქართველოს ხელისუფლების ტრაექტორიასთან დაკავშირებით არსებობს და მთავრობას მოუწოდა ქვეყანა ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას დააბრუნოს, რაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს წარმოადგენს.

"დღეს პრემიერ კობახიძეს კიდევ ერთხელ გავუმეორე ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის შესახებ - მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს.

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას, რაც ქართველების უდიდესი უმრავლესობის სურვილია", - წერს დერეკ შოლე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები