მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოვხატე იმედგაცრუება რევოლუციური მცდელობების გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით განხორციელდა - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ვესაუბრე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული NGO-ების მეშვეობით განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მაშინდელი მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი.

“გარდა ამისა, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-23 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა.

ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია.

ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო”,- წერს ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძეს გავუმეორე ჩვენი შეშფოთება საქართველოს ტრაექტორიაზე - დერეკ შოლე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები