უცხოური მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც განიმარტა, რომ არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ნაბიჯს, თუმცა ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი, ეს არის ღიად ანტიქართული გადაწყვეტილება, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას ევროკავშირის მხრიდან დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.
კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლიდან ასეთი ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ევროპული ინსტიტუტების მხრიდან.
„უცხოური მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც განიმარტა, რომ არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ნაბიჯს, თუმცა ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი, ეს არის ღიად ანტიქართული გადაწყვეტილება, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ასეთი ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ევროპული ინსტიტუტების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, სავიზო სანქციები "ოცნების" წევრების და მათთან აფილირებული პირებისთვის დააწესა ესტონეთმა და ლიეტუვამ. ევროკავშირმა კი, უვიზო რეჟიმი გააუქმა საქართველოში გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის.