მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში, რას ითხოვდნენ ჩვენგან, ამიტომ დაიცვან წესები" - კობახიძე მოსამართლეების სანქცირებაზე

642de3a21c19f
ალა ისპირიანი
06.04.23 00:49
777
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს ჯერ არ უმსჯელია, რა ტიპის რეაგირება ექნება აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე. თუმცა ის ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით არსებობს პოლიტიკური ინტერესი, რომ დამოუკიდებელ სასამართლოში მოხდეს ჩარევა.

„არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი ჩვენ გვიმალავენ? ან რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია. თუ დანაშაულია ჩადენილი, პირველი ინტერესი ხომ უნდა გქონდეს, რომ აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ, ან საზოგადოებას მაინც უთხრან.

კარგი „ენჯეობის“ გამჭვირვალობა არ გინდა, მაგრამ აქ მაინც იყავი გამჭვირვალე და საზოგადოებას უთხარი, რომ ამა და ამ მოსამართლეებმა დანაშაული ჩაიდინეს. რატომ არ ამბობ, თუ მტკიცებულება გაქვს? აქ სად არის ლოგიკა? რა თქმა უნდა, აქ არ არის არავითარი ლოგიკა. პოლიტიკური ინტერესია, რომ მოხდეს ჩარევა დამოუკიდებელ სასამართლოში. ბევრ სხვა თემასაც გავიხსენებდი... დღეს არ მინდა ამაზე საუბარი. შეიძლება მომავალში დადგეს ამის დრო. ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში, რას ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად.

ვერ დავუშვებთ სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას, როდესაც სასამართლოში იყო სისტემური პრობლემები და სასამართლო რეპრესიებისთვის გამოიყენებოდა. თუ ვინმეს, ვინმეს დასანქცირება უნდა, კეთილი ინებონ და დაიწყონ სააკაშვილით, რომლის გათავისუფლებასაც ითხოვენ აქტიურად, დაიწყონ ადეიშვილით, რომელიც ევროპაში დასეირნობს - ამ ხალხით დაიწყონ და მერე დაგველაპარაკონ.

ჩვენ მხარეს არის სიმართლე, მათ მხარეს არ არის სიმართლე. წესებით დაგველაპარაკონ - ეს არის ჩვენი მკაცრი მოთხოვნა. ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით. ჩვენ ვიდგებით ორ ფეხზე, ჩვენ დავიცავთ სუვერენიტეტს და ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია“,- განაცხადა კობახიძემ "იმედის" ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები