მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძეს "ქართული ოცნების” არჩევნებში გამარჯვებას აზერბაიჯანის პრეზიდენტის გარდა, პრემიერიც ულოცავს

პრემიერი

ირაკლი კობახიძეს ,,ქართული ოცნების” არჩევნებში გამარჯვებას აზერბაიჯანის პრეზიდენტის გარდა, პრემიერიც ულოცავს. ალი ასადოვისგან მილოცვის წერილი კობახიძემ დღეს მიიღო.

როგორც BMG-ის ბაქოს ბიურო წერს, ასადოვის წერილში აღნიშნულია, რომ არჩევნების შედეგები ემსახურება საქართველოს პროგრესს და შემდგომ კეთილდღეობას, ასევე ხელს შეუწყობს აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, რომელიც დაფუძნებულია ორ ხალხს შორის მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე.

ასადოვმა ,,ოცნების” გამარჯვება შეაფასა, როგორც ქართველი ხალხისგან ქვეყნის მიერ არჩეული პოლიტიკური კურსის მორიგი მხარდაჭერა.

ცნობისთვის, კობახიძემ მილოცვის წერილი გუშინ ილჰამ ალიევისგანაც მიიღო. ამ დრომდე საქართველოს მთავრობას მიულოცეს სომხეთმა, უნგრეთმა და აზერბაიჯანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები