მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძეს სურს, თავის გარშემო შემოიკეროს მთელი სახელმწიფო აპარატი - ირაკლი აბესაძე

ირაკლი აბესაძე

ირაკლი კობახიძეს სურს, მისი კაბინეტის გვერდზე იჯდეს ვიღაც, ვისაც შეუძლია, ნებისმიერი დასაჯოს და რიგ უწყებებში ისე შეცვალოს რაღაცები, როგორც თავად ირაკლი კობახიძეს წარმოუდგენია“, - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე მთავრობის ადმინისტრაციაში ეფექტიანობის დეპარტამენტისთვის პერსონალური და საგადასახადო საიდუმლოების შემცველ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის უფლების მინიჭებას.

საქმე ის არის, რომ პარლამენტმა დღეს, დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც მთავრობის ადმინისტრაციას მიენიჭება უფლებამოსილება გამოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, თანამდებობის პირების, სსიპ-ების, სახელმწიფო საწარმოების და ა(ა)იპ-ების შესახებ ინფორმაცია - მათ შორის, საგადასახადო საიდუმლოებისა და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი მონაცემები. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი „ქართული ოცნების“ მთავრობაა და განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები აუცილებელი იყო იმისათვის, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ ეფექტიანად უზრუნველყოს გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობა.

ვხედავთ ქარიშხალს საკანონმდებლო ცვლილებების, რომელსაც ატრიალებს ირაკლი კობახიძე. ეს არის ერთიანი პიარსვლის ნაწილი - თითქოს რაღაცას აუმჯობესებენ, თითქოს მეტ გარანტიებს ქმნიან, მაგრამ სინამდვილეში საქართველოში არსებული კორუფცია და ის გაჭირვება, რაც მისი შედეგია, არ უკავშირდება საკანონმდებლო ხარვეზებს“, - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ BMGTV-ის გადაცემა წერტილში“.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არც ახლა აკლია მოქალაქეთა პირად მონაცემებზე წვდომა, ხოლო ახალი უფლება მხოლოდ ფორმალური საფარი იქნება პოლიტიკური კონტროლის გასაძლიერებლად.

ადამიანების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მათ ისედაც აქვთ. ვნახეთ, როგორ იყენებდნენ ტელეფონის ნომრებს მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის. ამიტომ იმის თქმა, რომ ახლა თუ კანონი არ შევცვალეთ, ვერ გავიგებთ, ვინ როგორ იბეგრება ან როგორ იხარჯება საბიუჯეტო რესურსები, დიდი მიამიტობა იქნებოდა“, - თქვა ირაკლი აბესაძემ.

ამ თემაზე საუბრისას სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ახსენა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომლის მთავარი ფუნქცი სწორედ სახელმწიფო სახსრების ეფექტიანი ხარჯვის და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

თუმცა ხელისუფლებას სურს დამორჩილებული აპარატი“, რომელიც უშუალოდ პრემიერის გავლენას დაექვემდებარება“, - ამბობს ის.

საქართველოში უნდა დაესვას რეჟიმს და იმ ტოტალურ კორუფციას, რომელმაც მილიარდები შეჭამა“ და საზოგადოებას განვითარების შანსი წაართვა“, - ამ ფრაზით დაასრულა ირაკლი აბესაძემ წერტილთან“ ინტერვიუ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები