ირაკლი კობახიძის აზრით, როცა არჩევნების საფუძველზე ოპოზიცია დაფინანსებას იღებს, ამით არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებს. ამის შესახებ მან ,,იმედი LIVE"-ში განაცხადა.
მისი თქმით, ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები.
"ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები დღეს, გვარამიას პარტიის გარდა სამივემ და გარდა ამისა, ვინც ვერ გადალახა ბარიერი, დამატებით 2-მა პარტიამ, ვისაც ეკუთვნოდა დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები. როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს - ერთმა პარტიამ დაფინანსებაზე უარი თქვა.
სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ:
- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“,
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,
- „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“,
- „გახარია საქართველოსთვის“,
- „ლელო საქართველოსთვის“,
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“,
- „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“
დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.