მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში დასრულდა

ირაკლი კობახიძე
12.04.24 20:42
359

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გერმანია-საქართველოს არაჩვეულებრივი ურთიერთობები აქვს და მთავარი ამოცანაა, რომ შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის.

„ჩვენ დავასრულეთ ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში. გვქონდა 3 არაჩვეულებრივი შეხვედრა კანცლერთან, ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან, ასევე, გერმანიის პრეზიდენტთან. სამივე შემთხვევაში საუბარი გვქონდა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ორმხრვი ურთიერთობებზე.

ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და გარდა ამისა, დინამიკაც არის ძალიან პოზიტიური. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ შევეხეთ თანამშრომლობის ყველა ასპექტს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ განათლებისა და კულტურის სფეროში, საუბარი გვქონდა თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა განზომილებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები