მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძის თქმით, გაძლიერდება კონკრეტული ინსტიტუტები, რომ კორუფცია აღიკვეთოს - ჩამონათვალი

კობახიძე

"ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაძლიერდება კონკრეტული ინსტიტუტები, რომ კორუფცია აღიკვეთოს.

როგორც მან გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა, ზოგადად ყველა მიმართულებით დაიხვეწება სისტემა იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღიკვეთოს კორუფცია და კორუფციის პრევენცია მაქსიმალურად განხორციელდეს, თუმცა გაძლიერების მიმართულებით სამი ინსტიტუტი გამოყო.

"ყველა მიმართულებით გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის რომ არ არსებობდეს არავითარი კითხვის ნიშანი კორუფციასთან დაკავშირებით. კონკრეტული ინსტიტუტები გაძლიერდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გავაძლიერებთ:

ეფექტიანობის დეპარტამენტს, რომელიც აუდიტს ახორციელებს და აკონტროლებს მათ შორის მსხვილ შესყიდვებს სამთავრობო უწყებებში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რაზეც უკვე გვქონდა მნიშვნელოვანი კონსულტაციები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული მიმართულებას", - განაცხადა ირალი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები