მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

641d4c4b443dd
BM.GE
24.03.23 11:35
728
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს დეპუტატ ირაკლი კოვზანაძის მიერ დეპუტატის მანდატზე უარის თქმის საკითხი განიხილა. დადგენილების პროექტს კენჭი უყარეს პარლამენტში და ხმათა უმრავლესობით, კოვზანაძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.

პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნდა ირაკლი კოვზანაძის წერილი, რომლითაც ის დეპუტატის მანდატის დატოვების მიზეზს განმარტავს:

„მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტში შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარლამენტის წევრის და შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

საპარლამენტო მუშაობის დასრულების შემდეგ ვაპირებ დავუბრუნდე საბანკო-საფინანსო და სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობას.

პარლამენტს და კოლეგებს ვუსურვებ შემდგომ ნაყოფიერ საქმიანობას და წარმატებებს“, - ნათქვამია წერილში, რომლითაც ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტს მიმართა.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლე პარლამენტში, თენგიზ შარმანაშვილი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები