კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ პირველი მოადგილე დავით ჭიჭინაძე მრჩევლად გადაიყვანა.
bm.ge-ის ინფორმაციით, ირაკლი ლექვინაძის პირველი მოადგილე ლევან კალანდაძე გახდება, რასაც, ჯერჯერობით, კონკურენციის სააგენტოს პრეს-სამსახურში არ ადასტურებენ.
„ბატონი დავით ჭიჭინაძე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციაზე გადადის. რაც შეეხება პირველი მოადგილის პოზიციას, კონკურსი იყო გამოცხადებული. დღეს დასრულდა და 3 იანვარს უკვე გვეცოდინება გამარჯვებულის ვინაობა“, - განაცხადეს კონკურენციის სააგენტოში.
შეგახსენებთ: ირაკლი ლექვინაძე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ მას შემდეგ დანიშნეს, რაც მან ბიზნესომბუდსმენის პოსტი დატოვა. მას თან გაჰყვა ლევან კალანდაძეც, რომელსაც ბიზნესომბუდსმენის აპარატში ლექვინაძის მოადგილის პოსტი ეკავა.