თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ამასთან ერთად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით ოქრუაშვილს 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.
ცნობისთვის, ირაკლი ოქრიაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა.
ირაკლი ოქრიაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.




























