"ქართული ოცნების" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე,
საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ლესლი ბერმან ლამს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მხარეებმა მიმოიხილეს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთობლივი მიმდინარე პროექტების პროგრესი და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა საგზაო ინფრასტრუქტურის ერთობლივი პროექტების მიმდინარეობის მაღალი პროგრესი, რაც მაგისტრალური გზების განვითარების ახალ პროექტებზე არსებული მოლაპარაკებების წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
უწყება წერს, რომ აზიის განვითარების ბანკმა, რომელიც ქვეყნის მრავალწლიანი პარტნიორია, კიდევ ერთხელ დაადასტურა ახალი პროექტების განვითარებაში სრული მხარდაჭერის მზადყოფნა.