მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ქარსელაძე: ყველა ძველი ნაგავსაყრელი ეტაპობრივად დაიხურება და 6 ახალი რეგიონული ცენტრი აშენდება

628e54683e5a4
BM.GE
25.05.22 20:45
927
„მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული მყარი ნარჩენების მართვის კუთხით, აშენდა და აღიჭურვა ნარჩენების გადამტვირთავი 5 სადგური, მუნიციპალუტეტებს გადაეცათ 160 ერთეულზე მეტი თანამედროვე სპეციალური ტექნიკა და 20,000-ზე მეტი ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერი. პარალელურად, 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან დაიხურა 24 არსებული ძველი ნაგავსაყრელი, 30-ს კი სისტემატურად უტარდება მოვლა-შენახვის და რეაბილიტაციის სამუშაოები,“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიქტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მშენებლობის თვალსაზრისით საერთაშორისო პროექტები ხორციელდება.

2022 წლის ბოლოს ეტაპობრივად დაიწყება ახალი ობიექტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მშენებლობა. გათვალისწინებულია, ასევე, მუნიციპალიტეტების აღჭურვა ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკით.

"2030 წლისთვის ყველა არსებული ძველი ნაგავსაყრელი ეტაპობრივად დაიხურება და ჯამში, 6 ახალი რეგიონული ცენტრი აშენდება. შესაბამისად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაუმჯობესდება მუნიციპალური ნარჩენების მართვისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებები და ინფრასტრუქტურა, განახლდება ტექნიკურ-მატერიალური ბაზა და დაინერგება ნარჩენების მართვის უფრო ეფექტური სისტემა, რაც მკვეთრად შეამცირებს გარემოზე ზმოქმედებას. ამ მიმართულებას მომდევნო 10 წლის განმავლობაში, 613 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები