ოფიციალური თეირანი 5 არაბული სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდას ითხოვს. გაეროში ირანის ელჩი საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, კატარსა და იორდანიას აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებში მონაწილეობაში ადანაშაულებს.
აღსანიშნავია, რომ ამირ საეიდ ირავანიმ გაეროს გენერალურ მდივანსა და უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიმართა. დიპლომატის მტკიცებით, აღნიშნულმა სახელმწიფოებმა საერთაშორისო ვალდებულებები დაარღვიეს, შესაბამისად, მათ ომის დროს მიყენებული ფინანსური და ინფრასტრუქტურული ზარალი უნდა აანაზღაურონ.
შეგახსენებთ, რომ რეგიონში ვითარება 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული იერიშების შემდეგ გამწვავდა. საპასუხოდ თეირანმა დარტყმები ისრაელზე, ერაყზე, იორდანიასა და იმ სახელმწიფოებზე, მიიტანა, სადაც ამერიკული სამხედრო ობიექტებია განთავსებული.




























