მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ირანი აშშ-ს ამცირებს" - ფრიდრიხ მერცი

რუსეთის გამოფიტვა

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ირანთან მოლაპარაკებებში ვაშინგტონის სტრატეგია დაიწუნა. მისი განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თეირანის რეჟიმი არასწორად შეაფასა. მერცმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ვითარება სხვა არაფერია, თუ არა ირანის ხელმძღვანელობის მხრიდან აშშ-ს დამცირება. გერმანიის ლიდერმა ასევე თქვა, რომ ირანის სამხედრო ძალები მოსალოდნელზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. კანცლერმა დასძინა, რომ თეთრ სახლს ომიდან გამოსვლის დამაჯერებელი გეგმა არ აქვს.

გერმანიის ლიდერმა ვაშინგტონის ქმედებები მარსბერგში, სკოლაში ვიზიტისას შეაფასა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მერცი კონფლიქტის საწყის ეტაპზე აშშ-ის სამხედრო მოქმედებას მხარს უჭერდა. თუმცა, ომის გაჭიანურებამ და ეკონომიკურმა კრიზისმა კანცლერის პოზიცია შეცვალა. ქვეყნის ლიდერი შიშობს, რომ დაპირისპირება ავღანეთისა და ერაყის მსგავს მრავალწლიან კრიზისში გადაიზრდება.

შეგახსენებთ, ომმა ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი და ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, ნავთობის ფასმა ბარელზე $105-ს კიდევ ერთხელ გადააჭარბა. მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება გერმანიის ეკონომიკას დიდ ფინანსურ ზიანს აყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები