მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს

ტრამპი

ირანი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის თქმით, უსაფუძვლოა ბრალდებები, თითქოს ირანელი მამაკაცი იყო ჩართული დონალდ ტრამპის მკვლელობის დაგეგმვის საქმეში.

"გახსოვთ ისმაილ ჰანიეს მკვლელობა თეირანში ჩვენი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ? ყველამ იცის, ვინ და რატომ გააკეთა ეს. ახლა, მორიგი სცენარი კეთდება იმავე მიზნით. ვის შეუძლია დაიჯეროს, რომ სავარაუდო მკვლელი ზის ირანში და ონლაინ ესაუბრება FBI-ს?!

ამერიკელმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და ირანი პატივს სცემს მათ უფლებას აირჩიონ პრეზიდენტი. ირანი არ არის ბირთვული იარაღის მიმდევარი. ეს არის ისლამური სწავლებებით დაფუძნებული პოლიტიკა", - ამბობს იგი.

რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას ამზადებდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის მცდელობის მომზადების საქმეზე დააკავეს 49 წლის კარლაის "პოპ" რივერა და 36 წლის ჯონათან ლოადჰოლტი. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, 51 წლის ფარჰად შაკერი, შეერთებული შტატების გარეთ, სავარაუდოდ, ირანში იმყოფება. ამერიკის ხელისუფლება მას უწოდებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) აგენტს. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის ხელმძღვანელობდა თანამზრახველთა ქსელს, რომელიც რამდენიმე, მათ შორის დონალდ ტრამპის, მკვლელობას ამზადებდა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს, 13 ივლისს ესროლეს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში, საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას. ტყვიამ ტრამპს ყურის ზედა ნაწილი დაუზიანა. თავდამსხმელი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოკლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები