მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი აცხადებს, რომ ირანი აშშ-თან „სერიოზულ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი შეერთებულ შტატებთან „სერიოზულ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს.

ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ "ნახავენ, რამის გაკეთება თუ შეიძლება" და ირანს მათკენ მიმავალი "დიდი არმადით" ლოდებ ერთხელ დაემუქრა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ თეირანი ვაშინგტონთან კონტაქტშია.
„ისინი ჩვენთან საუბრობენ და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა რაიმეს გაკეთებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვნახავთ, რა მოხდება… იქ დიდი ფლოტი მიემართება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მოგვიანებით, Air Force One-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ირანთან კონტაქტი მიმდინარეობს.
„ისინი ჩვენთან საუბრობენ – სერიოზულად საუბრობენ“, – თქვა მან. ამ ეტაპზე უცნობია, რა ფორმატითა და რა პირობებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები მხარეებს შორის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციას რეგიონში შეშფოთებული მოკავშირეებისთვის შესაძლო სამხედრო დარტყმების შესახებ წინასწარ არ უცნობებია. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებით არის განპირობებული.

„ჩვენ მათ გეგმას ვერ გავუმხელთ. მე რომ მათ გეგმის შესახებ ვუთხრა, ეს თითქმის ისეთივე ცუდი იქნებოდა, როგორც თქვენთვის [მედიისთვის] გეგმის თქმა – შეიძლება კიდევ უფრო უარესი“, – განაცხადა ტრამპმა.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ 31 იანვარს პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 2025 წლის ბოლოდან ირანში მაღალი ინფლაციითა და მწვავე ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებიც მალევე მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ პროტესტის ჩასახშობად ძალა გამოიყენა, რასაც ათასობით ადამიანის დაღუპვა და დაკავება მოჰყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები