მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანს აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სურს

ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ვაშინგტონთან შეთანხმების მიღწევას სწრაფად და აქტიურად ცდილობს. თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, ამერიკული მხარე დიალოგისთვის ღია რჩება, თუმცა თეირანთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ის პირადად მიიღებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კრიზისში მყოფი ირანი სამშვიდობო შეთანხმების დადებით დაინტერესებულია, თუმცა თავად შეთანხმების პირობებს ამერიკა განსაზღვრავს.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად ირანული მხარე ამ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ თეირანს ვაშინგტონთან მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, რადგან ამერიკულმა მხარემ წინა სამშვიდობო შეთანხმება თავად დაარღვია.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე იერიშები თებერვალში მიიტანეს, რასაც თეირანის მხრიდან ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთში განთავსებული ამერიკული სამხედრო ობიექტების მიმართულებით საპასუხო დარტყმები მოჰყვა.

ივნისში, პაკისტანისა და კატარის შუამავლობით, მხარეებმა „ისლამაბადის სამშვიდობო მემორანდუმს“ მიაღწიეს, თუმცა ჰორმუზის სრუტის ირგვლივ წარმოქმნილი უთანხმოების გამო, შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი შეფერხდა და საბოლოოდ ის ჩაიშალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები