მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანი რუსული კოვიდ-ვაქცინის Sputnik-V-ის გამოყენებას დღეიდან იწყებს

60225d0bdcd20
ნათია თაქთაქიშვილი
09.02.21 20:25
918
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი რუსული Sputnik-V-ით დღეიდან იწყება. ვაქცინაცია ქვეყნის რამდენიმე რეგიონში და მათ შორის თეირანში ერთდროულად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, რუსული ვაქცინა პირველმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის შვილმა გაიკეთა.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ვაქცინაცია მოსახლეობისთვის უფასო იქნება. პირველ ეტაპზე ვაქცინას სამედიცინო პერსონალს გაუკეთებენ, შემდეგ კი 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.

ცნობისთვის, ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7,321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსის სულ 1,473,756 შემთხვევაა დაფიქსირებული. პანდემიამ 58,536 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები