მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანი, UAE, ისრაელი... - 4 თვეში საქართველომ $960 ათასის ფინიკი შეიძინა

ფინიკი

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 960 200 დოლარის ღირებულების 542 ტონა ფინიკი შემოვიდა. იმპორტი წლიურად 55.8%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს გაზრდილია იმპორტის საშუალო ფასიც. თუ 2025 წლის 4 თვეში 1 ტონა ფინიკის საშუალო ფასი $1,537 იყო, წელს ამავე პერიოდში ღირებულებამ $1,772 შეადგინა.

იმპორტის ძირითადი ნაწილი კვლავ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე მოდის. ლიდერია ირანი - $492 ათასი და 357 ტონა. მეორე ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები - $139 ათასი და 66 ტონა, ხოლო მესამე პოზიციაზეა ისრაელი - $113 ათასი და 63 ტონა.

დანარჩენი იმპორტი ნაწილდება შემდეგ ქვეყნებზე:

  • ტუნისი - $97 ათასი, 31 ტონა;
  • იორდანია - $91 ათასი, 15 ტონა;
  • თურქეთი - $10 ათასი, 3.4 ტონა;
  • გერმანია - $5 ათასი, 500 კგ;
  • ნიდერლანდები - $3,800, 300 კგ;
  • უზბეკეთი - $3,500, 3.4 ტონა;
  • პოლონეთი - $1,300, 200 კგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები