მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის ახალ უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის შვილი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს

მოჯთაბა ხამენეი

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უზენაესი ლიდერის პოსტზე ალი ხამენეის შემცვლელად მისი მეორე ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს.

გადაწყვეტილება კვირას, 8 მარტს, იმ სასულიერო პირთა საბჭომ (ექსპერტთა ასამბლეა) გამოაცხადა, რომელიც ირანში უმაღლესი ხელისუფლების შერჩევაზეა პასუხისმგებელი. ასამბლეის განცხადებით, ხამენეი „გადამწყვეტი კენჭისყრის“ შედეგად შეირჩა.

საბჭომ ირანის მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი „სამეცნიერო წრეებისა და უნივერსიტეტების ელიტასა და ინტელექტუალებს“, მოუწოდა, ერთგულება აღუთქვან ახალ ლიდერს და ქვეყნისთვის ამ კრიტიკულ მომენტში ეროვნული ერთიანობა შეინარჩუნონ.

მიუხედავად ოფიციალური დანიშვნისა, ახალი ლიდერის მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურები მიიჩნევენ, რომ მოჯთაბა ხამენეი, შესაძლოა, თავადაც დაშავდა გასულ კვირას განხორციელებული იმავე ავიაიერიშის შედეგად, რომელმაც მამამისი და მისი მეუღლე, ზაჰრა ჰადად ადელი იმსხვერპლა.

პარალელურად, ირანში ძალაუფლების გადაცემას მწვავე განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა ABC News-თან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი პროცესების მიღმა დარჩენას არ აპირებს.

„ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი ჩემი დადასტურების გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს. ირანის ლიდერის არჩევაში აუცილებლად თავადაც უნდა ვიყო ჩართული“, - განაცხადა ტრამპმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები