მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანის გამდიდრებულ ურანს არსად არ გადაიტანენ - ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

სს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება და აცხადებენ, რომ ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგს არსად გადაიტანენ.

აღნიშნული განცხადებით, ირანი უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ისლამური რესპუბლიკა თითქოს დათანხმდა მის გადაცემას.

„ირანის გამდიდრებულ ურანს არსად არ გადაიტანენ“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ ამერიკა დაიწყებს მუშაობას ირანთან გამდიდრებული ურანის აშშ-ში დაბრუნებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები