მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე ზავის პერიოდში სრულად გაიხსნება

ჰორმუზი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე ცეცხლის შეწყვეტის "დარჩენილი პერიოდისთვის სრულად გაიხსნება".

"ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის პარალელურად, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გადაადგილება ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილ პერიოდში სრულად ღიად ცხადდება კოორდინირებულ მარშრუტზე, როგორც ეს უკვე გამოცხადებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ", - წერს ის X-ზე.

ამ კვირის დასაწყისში აშშ-მა გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ბლოკადას დაიწყებდა, მას შემდეგ, რაც ირანმა, თებერვალში განხორციელებული აშშ-ისრაელის თავდასხმის საპასუხოდ, ნავთობის მსოფლიოში ყველაზე დატვირთული სავაჭრო გზა კვირების განმავლობაში, ფაქტობრივად, ჩაკეტა.

აბას არაღჩის განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, სრუტეზე აშშ-ის ბლოკადა კვლავ შენარჩუნდება.

"ირანმა ახლახან განაცხადა, რომ ირანის სრუტე (გულისხმობს ჰორმუზის სრუტეს) სრულად ღია და მზად არის სრული გავლისთვის. გმადლობთ!

ჰორმუზის სრუტე სრულიად გახსნილია და მზადაა საქმიანობისა და სრული გავლისთვის, თუმცა საზღვაო ბლოკადა ირანთან მიმართებით სრული ძალითა და ეფექტით დარჩება მანამ, სანამ ირანთან ჩვენი ტრანზაქცია 100%-ით არ დასრულდება. ეს პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს, რადგან საკითხების უმეტესობა უკვე გავლილია. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!" - წერს ტრამპი.

ირან-აშშ-ის ორკვირიანი ზავის ვადა 22 აპრილს იწურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები