მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანის განცხადებით, ყველა ვარიანტს იტოვებს აშშ-ის დარტყმებზე საპასუხოდ

232

ირანი ყველა ვარიანტს იტოვებს თავდაცვისთვის აშშ-ის მიერ მის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შემდეგ. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაკჩიმ X-ზე დაწერა და განაცხადა, რომ თავდასხმები „აღმაშფოთებელი იყო და მას სამუდამო შედეგები მოჰყვება“.

აშშ-მა ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტი დაბომბა. დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ მშვიდობა უნდა დაამყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი თავდასხმები „გაცილებით უფრო მასშტაბური“ იქნება. მისივე თქმით, "აშშ-ის წინააღმდეგ ირანის ნებისმიერ შურისძიებას პასუხად მოჰყვება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ვიხილეთ".

ირანის ატომური ენერგიის სააგენტომ მკაცრად დაგმო აშშ-ის მიერ მის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები, მათ საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა და პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბირთვულ პროგრამას.

ირანული მედიის თანახმად, აშშ-ის იერიშამდე ირანის სამი ბირთვული ობიექტიდან ევაკუაცია განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები