აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის შეთავაზება ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ უარყო.
Reuters-ი წერს, რომ ირანმა ეს ინიციატივა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წამოაყენა და აღნიშნა, რომ იგი ამერიკულ მხარეს კატარელი შუამავლების მეშვეობით გადაეცა. ირანული მხარის თქმით, ამ გეგმის მიხედვით სტრატეგიული საზღვაო გზის გახსნა და რეგიონში საომარი მოქმედებების დასრულება შვიდი დღის განმავლობაში იქნებოდა შესაძლებელი.
თუმცა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა: „მე არ ვიღებ მათ წინადადებას. ... მე უარი ვთქვი მათ შეთანხმებაზე. მათ სურთ გარიგების დადება ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გასახსნელად, რადგან სასტიკად მარცხდებიან. ჩვენ შთამბეჭდავ გამარჯვებას ვაღწევთ. მათ გარიგება სურთ და ვფიქრობ, ეს კარგია, გარიგებების დადება მეც მიყვარს. მათ ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა სურთ ... რადგან ფული საერთოდ არ შესდით, ფულს ხომ სწორედ ჰორმუზის სრუტიდან იღებენ“, - აღნიშნა ტრამპმა.
























