ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ყალიბაფმა, სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში სატრანზიტო და სამართლებრივი რეჟიმი ძველ სახეს აღარასდროს დაუბრუნდება. მისი თქმით, აშშ-სა და ისრაელის მიერ რეგიონში დაწყებული სამხედრო ინტერვენციების ფონზე, სტრატეგიულ სანაოსნო გზას ოფიციალური თეირანი აღარ მიიჩნევა ისეთ მონაკვეთად, რომლის უსაფრთხოებაც ყოველთვის გარანტირებული იქნება.
ყალიბაფმა აღნიშნა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით ირანს სრული სამართლებრივი უფლება აქვს, სრუტეში გამავალი გემების მიმართულებით ცეცხლის გახსნას და რაკეტები გაუშვას, რადგან თეირანი ამ ნაბიჯს აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების საპასუხო, ადეკვატურ ქმედებად მიიჩნევს.„ისინი დაფრინავენ ჩვენს ცაზე, უშვებენ რაკეტებს, ჩვენ კი უბრალოდ უნდა ვისხდეთ და არაფერი გავაკეთოთ? ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მათ და ვპასუხობთ კიდეც“ - განაცხადა სპიკერმა. მისი მტკიცებით, ირანი აღარ აპირებს სრუტის უსაფრთხოების გარანტირებას იმ პირობებში, როდესაც თავად არის აგრესიის სამიზნე.
შეგახსენებთ, ჰორმუზის სრუტე ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რადგან მასზე გლობალურად ნავთობისა და ბუნებრივი აირის 20% მოდის.




























