ირანის უკანასკნელი შაჰი, მუჰამედ რეზა ფეჰლევი რომ წარმოშობით ქართველი იყო, ამას სხვადასხვა წყაროები ადასტურებს და როგორც ისტორიული ფაქტები გვეუბნება, მისი საქართველოში ვიზიტისას, ფეჰლევმა თავადაც დაადასტურა, რომ დედით ქართველი იყო, თუმცა გარდა მისი ქართველობისა, მუჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობა ბევრ მნიშვნელოვან დეტალს უკავშირდება - ირანის ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ გარდაქმნას, დასავლეთთან დაახლოებას და ქვეყნის განვითარებას, ბოლოს კი ისლამურ რევოლუციასაც. როგორი იყო მისი მმართველობის წლები?