დუბაისა და აბუ-დაბის აეროპორტებზე ირანის თავდასხმებს მინიმუმ 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 11 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო BBC ავრცელებს.
აბუ-დაბის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ გაანადგურეს დრონი, რომლის სამიზნეც ზაიედის საერთაშორისო აეროპორტი იყო. დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი. ირანის იერიშების შედეგად დაზიანდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტიც - დაშავდა აეროპორტის ოთხი თანამშრომელი.
აღსანიშნავია, რომ ათასობით რეისი გაუქმდა, რაც Covid-19 პანდემიის შემდეგ გლობალური მგზავრობის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ შეფერხებას წარმოადგენს.
ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებისა და თეირანის საპასუხო ნაბიჯების ფონზე, საქართველოში ფრენების ნაწილი გაუქმდა. შეზღუდვები თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან შესასრულებელ 20-ზე მეტ რეისს შეეხო.




























