მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანმა აშშ-ის ძალებზე თავდასხმებისას SpaceX-ი Starlink-ი გამოიყენა - Washington Post

ირანი

ირანმა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, აშშ-ის ძალებზე თავდასხმებისას SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტსერვისი გამოიყენა. ამის შესახებ The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი მას შემდეგ გაბრაზდა, რაც Starlink-ის არასანქცირებული გამოყენების ორი შემთხვევის შესახებ შეიტყო. კომპანიის გუნდმა დაასკვნა, რომ ორივე შემთხვევა ირანის მცდელობებს უკავშირდებოდა, აშშ-ის ძალების წინააღმდეგ ემოქმედა.

The Washington Post-ის ცნობით, მასკს ასევე აცნობეს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ცალმხრივი მოქმედების დრონებს Starlink-ის სამხედრო ვერსიით Starshield-ით მართავდნენ. თუმცა, ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, სამხედროები უფრო იაფ პაკეტს იყენებდნენ, რომელიც სახმელეთო ოპერაციებისთვისაა განკუთვნილი.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეთს, საიდუმლო ანგარიში წარუდგინეს, რომელშიც ირანის სამხედროების მიერ Starlink-ის გამოყენებაა აღწერილი.

Reuters-ის კითხვებზე SpaceX-სა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა Reuters-ს განუცხადა, რომ უწყებისთვის „არ არის ცნობილი თავდაცვის მდივნის ოფისისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი ანგარიშის შესახებ“.

ირანის ხელისუფლებას ინტერნეტზე მკაცრი კონტროლი აქვს დაწესებული მას შემდეგაც, რაც თებერვლის ბოლოს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები