ბელგიის ქალაქ შარლერუას რაიონ მარსინელში თანამგზავრების ქარხანა გაიხსნა, რომელიც უმსხვილესია ევროპაში. ამით ევროკავშირმა ამერიკული SpaceX-ის სისტემა Starlink-ის ალტერნატიული, დაცული საკომუნიკაციო ქსელის შექმნის მხრივ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა.
ბელგიის ხელისუფლების ცნობით, 20,000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ საწარმოს წელიწადში 500-მდე თანამგზავრის გამოშვება შეეძლება. სიმძლავრის მიხედვით კი ქარხანა მსოფლიოში თანამგზავრების მწარმოებელი სიდიდით მესამე ობიექტი იქნება.
ობიექტზე საქმიანობას ბელგიური თანამგზავრების მწარმოებელი კომპანია Aerospacelab-ი დაიწყებს. მან ევროკავშირის დაცული საკომუნიკაციო ქსელის - IRIS²-ისთვის დაბალი დედამიწის ორბიტის 264 თანამგზავრის დასაპროექტებლად, დასამზადებლად და მისაწოდებლად €2.4 მილიარდის ($2.63 მლრდ.) ღირებულების კონტრაქტი წელს მოიპოვა.
მედიის ცნობით, თანამშრომლები ახალ ქარხანაში 2027 წლის იანვარში გადავლენ, თანამგზავრების წარმოება კი 2028 წლის ბოლოსთვის დაიწყება.
























