მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო სატრანზიტო მარშრუტები შეათანხმეს

ირანი და ომანი

ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტეში გემების შესვლისა და გამოსვლისთვის განკუთვნილი უსაფრთხო სატრანზიტო მარშრუტების გეოგრაფიული კოორდინატები ოფიციალურად შეათანხმეს.

მიღწეული გადაწყვეტილების შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა. საინფორმაციო სააგენტო IRNA-სთან საუბრისას მან თქვა, რომ მხარეებმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისთვის ამ კოორდინატების ოფიციალურად გადაცემის წესიც განსაზღვრეს.

როგორც მედია წერს, ახალი შეთანხმება მიზნად სტრატეგიულ საზღვაო მონაკვეთზე ნავიგაციის სრულფასოვანი აღდგენის ეტაპობრივი ჩარჩოს შექმნას ისახავს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში ომანი და ირანი დროებითი სანავიგაციო დერეფნის შექმნაზე, აკვატორიის განაღმვასა და გემების მოძრაობის კოორდინირებაზეც შეთანხმდნენ.

საუბარია ინიციატივაზე, რომელიც მუდმივი სატრანზიტო მარშრუტის ამოქმედებასა და ორ სახელმწიფოს შორის საზღვაო მონაცემების გაცვლას ითვალისწინებს. თუმცა შტატების ბლოკადის ფონზე მისი სრულფასოვანი ამოქმედება ჯერ ვერ ხერხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები