მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანმა ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი დაამყარა, უნებართვოდ ვერავინ გაივლის - IRGC

ნავთობტანკერები

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჰორმუზის სრუტის აკვატორია თავის სრულ დაქვემდებარებაში ოფიციალურად გამოაცხადა.

თეირანის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სტრატეგიულ საზღვაო დერეფანში ნებისმიერი ტიპის ხომალდის გადაადგილება სამხედრო უწყების ნებართვის გარეშე სრულად აიკრძალა.

IRGC-ის განცხადებით, ნებისმიერი ხომალდი, რომელსაც ჰორმუზის სრუტით სარგებლობა სურს, ვალდებული იქნება, რომ ნებართვა ირანის მხრიდან მიიღოს. ამასთან, ირანული მხარე მკაფიოდ აცხადებს, რომ სრუტე „მტრებისთვის“ არ გაიხსნება.

ექსპერტების შეფასებით, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების შეზღუდვა გლობალური ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციურ პროცესებზე უკიდურესად ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები