მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში დაიწყო

ირანი და ისრაელი

ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით მასშტაბური სარაკეტო იერიში დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ავიაცია მტრული საფრთხეების გასანეიტრალებლად სრული დატვირთვით მუშაობს.

ისრაელის სარდლობამ მოქალაქეებს მობილურ ტელეფონებზე საგანგაშო შეტყობინებები დაუგზავნა და სპეციალურად დაცულ თავშესაფრებში დაუყოვნებლივ გადასვლისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელის ტერიტორიაზე პირდაპირი სამხედრო ოპერაციის დაწყება დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, თეირანი სარაკეტო დარტყმებს იყენებს, როგორც საპასუხო ძალოვან ზომას რეგიონში მიმდინარე ესკალაციისა და პრევენციული თავდასხმების წინააღმდეგ. ჯერჯერობით უცნობია, რა ტიპის შეიარაღებას გამოიყენებს ოფიციალური თეირანი, თუმცა, როგორც ცნობილია, ირანის შეიარაღებული ძალები ისრაელის წინააღმდეგ ძირითადად მძიმე ბალისტიკურ რაკეტებს იყენებენ, რომელთა მასობრივი მოგერიებაც რთულია.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი, კოორდინირებული პრევენციული იერიში მიიტანეს, რასაც თეირანში, ისფაჰანსა და სხვა სტრატეგიულ ქალაქებში მძლავრი აფეთქებები მოჰყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები