მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანმა კვიპროსში მდებარე ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე შეტევა მიიტანა - CyprusMail

ბრიტანული სამხედრო ბაზა

ირანმა კვიპროსში, აკროტირის ბრიტანულ სამხედრო-საავიაციო ბაზაზე შეტევა განახორციელა. როგორც კვიპროსული გამოცემა CyprusMail-ი წერს სტრატეგიულ ობიექტს უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს.

ინციდენტის შედეგად მსხვერპლი არ ფიქსირდება, თუმცა ბაზის ინფრასტრუქტურამ მცირე მატერიალური ზიანი განიცადა. უსაფრთხოების მიზნით, ბაზის ხელმძღვანელობამ პერსონალს შენობებში დარჩენა დაავალა და მოუწოდა, დამატებითი ინსტრუქციების მიღებამდე გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ, რადგან განმეორებითი იერიშების საფრთხე ნარჩუნდება.

ჯერჯერობით, დაუდასტურებელი ცნობებით, თავდასხმისთვის ირანელებმა Shahed 136-ის ტიპის კამიკაძე დრონი გამოიყენეს. საუბარია უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელსაც ირანი აქტიურად იყენებს და ომის წარმატებით წარსამართად მუდმივად აწვდის რუსეთს. საერთაშორისო მედიის, მათ შორის Reuters-ის ანალიზით, ბრიტანულ ბაზაზე პირდაპირი თავდასხმა რეგიონული ესკალაციის ახალ, სახიფათო ფაზაზე მიუთითებს. აფეთქებისა და განგაშის სიგნალების ხმა ბაზის მიმდებარედ, ქალაქ ლიმასოლშიც ისმოდა.

შეგახსენებთ, იერიშამდე დიდი ბრიტანეთისა და კვიპროსის ოფიციალურმა პირებმა კუნძულის მიმართულებით ირანული რაკეტების შესაძლო გაშვებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს. ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის მტკიცებით, რეგიონში ორი რაკეტა დაფიქსირდა, თუმცა ეს ინფორმაცია კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდესმა და თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყვეს და განმარტეს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები