მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ირანმა მოლაპარაკებებისას აღიარა, რომ 11 ბირთვული ბომბის შესაქმნელად საკმარის ურანს ფლობდა" - უიტკოფი

სტივ უიტკოფი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში ირანთან გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი დეტალები გაასაჯაროვა. მისი თქმით, ირანელმა მომლაპარაკებლებმა პირდაპირ და „ყოველგვარი სინანულის გარეშე“ განაცხადეს, რომ ფლობდნენ 460 კგ 60%-მდე გამდიდრებულ ურანს - იმ რაოდენობას, რაც სრულიად საკმარისია 11 ბირთვული ბომბის დასამზადებლად, თუკი მასალას იარაღისთვის საჭირო 90%-იან ნიშნულამდე გაამდიდრებენ, რასაც, ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ ერთი კვირა დასჭირდებოდა.

უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა ირანულ მხარეს შეთანხმება შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც თეირანი 10 წლის განმავლობაში შეწყვეტდა ურანის გამდიდრებას, სანაცვლოდ კი აშშ თავად გადაიხდიდა ირანისთვის საჭირო ბირთვული საწვავის საფასურს. ირანმა ეს წინადადება კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ურანის გამდიდრება მათი სუვერენული უფლებაა. უიტკოფის თქმით, ეს პოზიცია ადასტურებს, რომ თეირანის ერთადერთი მიზანი ყოველთვის ბირთვული იარაღის შექმნა იყო და მათ მშვიდობიანი შეთანხმება არასდროს სურდათ.

ცნობისთვის, ამჟამინდელი მონაცემებით, ირანი ჯამურად 10 000 კგ-მდე დაშლად ურანს ფლობს, საიდანაც 460 კგ 60%-მდე, 1000 კგ კი - 20%-მდეა გამდიდრებული. უიტკოფმა ხაზი გაუსვა, რომ ვინაიდან ირანი თავად აწარმოებს ცენტრიფუგებს, ანუ ურანის გამდიდრებისთვის საჭირო მოწყობილობებს, მათი შეჩერება დიპლომატიური გზით თითქმის შეუძლებელი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები