მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანმა საუდის არაბეთის ის ნავთობსადენი დააზიანა, რომელიც ჰორმუზის სრუტეს გვერდს უვლიდა

აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი

ირანმა იერიში მიიტანა საუდის არაბეთის იმ სტრატეგიულ ნავთობსადენზე, რომელიც ქვეყნისთვის ნედლეულის ექსპორტის ერთადერთ ალტერნატიულ მარშრუტად მიიჩნეოდა. საუბარია აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. როგორც Reuters-ი წერს, თეირანმა მიზანში სამეფოს სხვა ობიექტებიც ამოიღო.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა თეირანმა ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად ჩაკეტა, აღნიშნული ნავთობსადენით დღეში დაახლოებით 7 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა. საუდის არაბეთის სამეფოს ენერგორესურები ექსპორტზე შეუფერხებლად იანბუს პორტის გავლით გაჰქონდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ენერგეტიკულ ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, ინციდენტი ნავთობის მსოფლიო ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას განაპირობებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე სპეციალისტები მიყენებულ ზარალს აფასებენ, თუმცა, საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ დარტყმა იმდენად მძლავრი იყო, რომ ნავთობის ნაკადების მოძრაობა მნიშვნელოვნად შეაფერხა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" აიღო.

ცნობისთვის, საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი ქვეყნის ნავთობმომპოვებელ ცენტრებს წითელ ზღვაში მდებარე პორტებთან აკავშირებს. მაგისტრალი ჰორმუზის სრუტის ალტერნატივად მიიჩნევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები