მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანში ამ საშინელი რეჟიმის მოშორების საკითხზე ერთ აზრზე ვართ - ფრიდრიხ მერცი ტრამპთან შეხვედრისას

სს

აშშ და ჩვენ ერთ აზრზე ვართ ირანში ამ საშინელი რეჟიმის მოშორების საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.

„ძალიან მიხარია, რომ მაქვს თქვენთან საუბრის შესაძლებლობა ამ გამოწვევებით სავსე დროს. ჩვენ ერთ აზრზე ვართ ირანში ამ საშინელი რეჟიმის მოშორების საკითხთან დაკავშირებით.

იმედი გვაქვს, ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება. ვიმედოვნებთ, რომ ისრაელისა და აშშ-ის არმია სწორ ნაბიჯებს დგამენ, რათა ეს დასრულდეს და რეალურად ახალი მთავრობა მოვიდეს, რომელიც მშვიდობასა და თავისუფლებას დააბრუნებს.

ჩვენ უნდა ვისაუბროთ ჩვენს სავაჭრო შეთანხმებაზე, რომლის ძალაში შესვლაც რაც შეიძლება სწრაფად მსურს. ასევე, უნდა ვისაუბროთ უკრაინაზე. სინამდვილეში, მსოფლიოში ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანია და ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, რადგან ყველას გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ტერიტორია და უსაფრთხოების ინტერესები. და, რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა მერცმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები